ბექა მიქელთაძე: ''100%-ით მზად ვარ, ნებისმიერ დროს, მოედანზე გამოვიდე და გუნდს სარგებელი მოვუტანო'' » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბექა მიქელთაძე: ''100%-ით მზად ვარ, ნებისმიერ დროს, მოედანზე გამოვიდე და გუნდს სარგებელი მოვუტანო''


ბექა მიქელთაძე: ''100%-ით მზად ვარ, ნებისმიერ დროს, მოედანზე გამოვიდე და გუნდს სარგებელი მოვუტანო''
თბილისის "დინამომ" დავით ყიფიანის თასის გათამაშების 1/8 ფინალის მეორე შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა. ეს მატჩი უფრო მეტად საინტერესო და გამორჩეული აღმოჩნდა, ვინაიდან, 18 წლის თავდამსხმელის, ბექა მიქელთაძის დებიუტი შედგა. ახალგაზრდა დინამოელმა GOAL.GE-სთან ისაუბრა. - "ზესტაფონში" ვთამაშობდი , როცა "დინამო" ჩემით დაინტერესდა. ადვილად შევეგუე ახალ გუნდს, ბიჭები თბილად დამხვდნენ. აქ საუკეთესო პირობებია, რომელიც ბევრ უცხოურ კლუბშიც კი არ არის. ძალიან კარგი პერსონალია, მოწესრიგებული და მობილიზებული. "დინამო"-ში ყველანაირ პირობას გიქმნიან, რომ ფეხბურთი ითამაშო. რაც შეეხება ჩემს დებიუტს, სიტყვებით ძნელია გადმოვცე ეს ემოცია. ძალიან გამიხარდა, რომ გეგუჩაძე მენდო და მათამაშა. რა თქმა უნდა, მცირედი ნერვიულობაც ახლდა ჩემს სადებიუტო გამოსვლას, მაგრამ ვფიქრობ , კარგად წარმოვაჩინე თავი, გოლის გატანის შანსიც მქონდა, მაგრამ "კოლხეთის" მეკარემ სწრაფი რეაგირება მოახდინა. ვეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო ჩემი გუნდისთვის. 100%-ით მზად ვარ, ნებისმიერ დროს , მოედანზე გამოვიდე და გუნდს სარგებელი მოვუტანო.

ნინო ვაშაკიძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები