ტურე: "მე მანჩესტერ სიტიში" პელეგრინის გამო დავრჩები" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტურე: "მე მანჩესტერ სიტიში" პელეგრინის გამო დავრჩები"


"მანჩესტერ სიტის" კოტ დ'ივუარელმა ნახევარმცველმა, იაია ტურემ თავის მომავალზე ისაუბრა. "მე "სიტიში" მანუელ პელეგრინის გამო დავრჩები. რთულ მომენტებში ის ჩემთვის მამაცაა და მთავარი მწვრთნელიც. ის ყოველთვის მესაუბრება და რჩევებს მაძლევს. სეზონის დაწყებამდე მწვრთნელთან საუბარი ყველას აქვს. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ და ერთმანეთის გვჯერა. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამ სეზონში "სიტისთან" ერთად მაქსიმალურად მეტი ტიტული მოვიგო", - დასძინა იაია ტურემ. იაია ტურეს თქმით, 2014 წელს მისი ძმის, იბრაჰიმის გარდაცვალების მიერ მიყენებული საშინელი დეპრესიის დაძლევაში მას სწორედ მანუელ პელეგრინი დაეხმარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები