უოლკოტი და ჩემბერლინი 3-3 კვირა იუქმებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უოლკოტი და ჩემბერლინი 3-3 კვირა იუქმებენ


ლონდონის "არსენალის" ორი ინგლისელი შემტევი ფეხბურთელი თეო უოლკოტი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო "მეთოფეების" დახმარებას ვერ მოახერხებენ. აღსანიშნავია, რომ ორივე მოთამაშემ ტრავმა "შეფილდ უენსდისთან" შეხვედრაში მიიღო. BBC წერს, რომ ჩემბერლინი და უოლკოტი უახლოესი 3 კვირის მანძილზე "არსენალის" დამხარებას ვერ შეძლებენ. სავარაუდოდ, ისინი პრემიერ-ლიგაში "სუონსისთან" და "ტოტენჰემთან", ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" გასამართ შეხვედრას გამოტოვებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები