პორტუგალიის მწვრთნელი: "რონალდუ კლასიკური 9-იანი არასდროს იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პორტუგალიის მწვრთნელი: "რონალდუ კლასიკური 9-იანი არასდროს იქნება"


პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო სანტუშმა თავის გუნდში კრიშტიანუ რონალდუს როლზე ისაუბრა. სანტუში კრიშტიანუს კლასიკური ცენტრფორვარდის პოზიციაზე არასდროს ათამაშებს, რადგან ის მიიჩნევს, რომ მსოფლიო ვარსკვლავი სუფთა ფორვარდი არ არის. "თუ კლუბში კარიმ ბენზემა მეყოლებოდა, მე 4-4-2 სქემას გამოვიყენებდი. რონალდუ მოედანზე მისი თანაგუნდელთათვის დიდი მოტივაციაა. ის როგორც ვინგერის, ისევე, მცველის როლსაც მშვენივრად ითავსებს. რონალდუ ყველა შეხვედრაში ბევრ ენერგიას ხარჯავს და ეს ფაქტი გუნდს ძალიან ადგება. ის არასდროს არ იქნება კლასიკური 9-იანი. მას საკმარისი ეგოიზმი და მოტივაცია აქვს იმისთვის, რომ საუკეთესო იყოს", - განაცხადა სანტუშმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები