Marca: "ქართველებმა ტიკი-ტაკას თამაში ისწავლეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Marca: "ქართველებმა ტიკი-ტაკას თამაში ისწავლეს"


რამდენიმე დღის წინ გაიმართა უმაღლესი ლიგის ცენტრალური მატჩი "ლოკომოტივსა" და "საბურთალოს" შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ყურადღება "ლოკომოტივის" მეორე გოლზე გაამახვილა, სადაც ხანგრძლივი კომბინაცია ართმელიძის გოლით სრულდება. "თბილისის ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსაა. ნახეთ, მის ხელში გუნდმა ტიკი-ტაკას თამაშიც ისწავლა. 16 პასი 50 წამში და ართმელიძის ულამაზესი თავური. სარაგოსამ საქართველოში ტიკი-ტაკა დანერგა" - იწერება სტატიაში. ვიდეო
X
https://www.youtube.com/watch?v=2nyzyy6x2Zs
   

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები