ობამეიანგს პრიმერაში თამაში უნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ობამეიანგს პრიმერაში თამაში უნდა


დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ერთხელაც ძალების ესპანეთის ჩემპიონატში მოსინჯვაზე ოცნებობს. "ერთხელაც სხვა ჩემპიონატში გადავალ სათამაშოდ. ჩემი ოცნება ესპანეთში ასპარეზობაა" , - განაცხადა 26 წლის გაბონელმა BBC World Service-სთან ინტერვიუში. "ბორუსიასთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მინდა, ლა ლიგაში ვითამაშო. იმედი მაქვს, ეს ოდესმე მოხდება. როდის? არ ვიცი. ბევრი აბობს, რომ ინგლისის პრემიერ ლიგა შესანიშნავად მესადაგება. მაგრამ დედაჩემი ესპანელია, ამიტომ სწორედ ესპანეთის ჩემპიონატში თამაშზე ვოცნებობ. ამის შემდეგ შესაძლოა ძალები ინგლისის პრემიერ ლიგაში მოვსინჯო. თუმცა, ახლა პრიმერაში აღმოჩენისკენ ვისწრაფვი". შეგახსენებთ, დორტმუნდელებთან ობამეიანგის მოქმედ კონტარქტს 2020 წელს ეწურება ვადა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები