CNN: ფრენკ რიბერი გარდაიცვალა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

CNN: ფრენკ რიბერი გარდაიცვალა


CNN: ფრენკ რიბერი გარდაიცვალა
გუშინ ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრენკ რიბერი გაიყინა და გარდაიცვალა. ბლოგი, რომელიც გაყინვის თერაპიას ეხებოდა, ერთ-ერთ ამერიკელ ქალბატონზე იყო დაწერილი, რომელსაც ფრანგი ფეხბურთელის იდენტური სახელი და გვარი ჰქონდა. ჟურნალისტს კი, რომელმაც ეს სიახლე დაწერა, ამერიკელი ქალბატონი და ფრენკ რიბერი ერთმანეთში აერია და სიახლეს სურათად "ბაიერნის" შემტევის ფოტო დაადო. საიტის მომხმარებლებმა მალევე მიუნიშნეს, რომ ფოტოზე ფრანგი ფეხბურთელი იყო და არა ამერიკელი ქალბატონი, რის შემდეგაც CNN-მა მალევე ჩაასწორა შეცდომა. Untitled-3

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები