ჰიდინკი შესაძლოა ჩელსის ჩაუდგეს სათავეში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰიდინკი შესაძლოა ჩელსის ჩაუდგეს სათავეში


ჰიდინკი შესაძლოა ჩელსის ჩაუდგეს სათავეში
გამოცდილი  ჰოლანდიელი სპეციალისტი - გუს ჰიდინკი არ გამორიცხავს ჩელსიში დაბრუნებას. ჰიდინკი ჩელსის 2009 წელს წვრთნიდა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ბარსელონასთან დამარცხდა. ჟოზე მოურინიოს წასვლის შემთხვევაში შესაძლოა ჰოლანდიელი გახდეს კვლავ ლონდონელების თავკაცი. გუს ჰიდინკმა განაცხადა: "ბოლო დროს მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც უყოყმანოდ დავთანხმდებოდი". "დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვნახოთ, რა იქნება". ჰოლანდიის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ გამოცდილი სპეციალისტი უგუნდოდაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები