იურგენ კლოპი: "ეს მოგება კარგად აისახება მთელ გუნდზე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იურგენ კლოპი: "ეს მოგება კარგად აისახება მთელ გუნდზე"


"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა ინგლისის ლიგის თასის მატჩში (1:0) "ბორნმუთთან" გამარჯვებაზე. "ჩემი პირველი გამარჯვება დამარცხებაზე ბევრად უკეთესია. ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ ადრე ასეთი შემადგენლობით არ ვთამაშობდით, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. ბევრი მომენტი გვქიონდა იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც პრაქტიკულად ძირითადი შემადგენლობით თამაშობდა. ჩვენ ვდომინირებდით, კარგად ვთამაშობდით და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს მოგება კარგად აისახება მთელ გუნდზე" , - თქვა კლოპმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები