"პსჟ" რონალდუსა და ნეიმარის ტრანსფერების ჩაშლის შემთხვევაში ლევანდოვსკის ყიდვას ეცდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"პსჟ" რონალდუსა და ნეიმარის ტრანსფერების ჩაშლის შემთხვევაში ლევანდოვსკის ყიდვას ეცდება


"რეალის" ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ისევ "პსჟ"-ს პრიორიტეტული სატრანსფერო მიზანია. როგორც L'Equipe იუწყება, პარიზული კლუბი 30 წლის პორტუგალიელის ყიდვას სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავს თავდამხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან განშორების შემთხვევაში, რომელმაც შესაძლოა კარიერა ამერიკულ მლს-ში გააგრძელოს. გაზეთის ინფორმაციით, თუ რონალდუს ყიდვა არ გამოუვა, "პსჟ" "ბარსელონას" ფორვარდ ნეიმარის შეძენას ეცდება. მესამე ვარიანტი "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკია. აღსანიშნავია, რომ რონალდუსა და ნეიმარის კონტრაქტებს, შესაბამისად, "რეალთან" და "ბარსელონასთან" 2018 წელს ეწურება ვადა, ლევანდოვსკიზე უფლებები "ბაიერნს" 2019 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები