დეკო: "ჩელსის ჯერ კიდევ შეუძლია პრემიერლიგის მოგება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დეკო: "ჩელსის ჯერ კიდევ შეუძლია პრემიერლიგის მოგება


დეკო:
ლონდონის ჩელსისა და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი - დეკო ფიქრობს, რომ ჩელსის კვლავ შეუძლია იბრძოლოს პრემიერლიგის ტიტულის დასაცავად. დეკომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: "ჩემი აზრით, ბოლო წლებში ინგლისის ჩემპიონატი უფრო მოძლიერდა. თითოეული გუნდი უმაღლესი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ადვილი თამაში არც ერთ გუნდს არ აქვს. სეზონის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა და არავინ იცის, რა მოხდება". "მე მჯერა, "ჩელსის" შეუძლია აღმოფხვრას ჩამორჩენა და მოიგოს პრემიერლიგა. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი". ლონდონელები, ამჟამად, მე-15 პოზიციას იკავებენ "ეპლ"-ში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები