ბუფონი: "იუვემ" უნდა შეწყვიტოს მსაჯის დადანაშაულება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუფონი: "იუვემ" უნდა შეწყვიტოს მსაჯის დადანაშაულება"


ტურინის "იუვენტუსი" საშინლად იწყებს სეზონს, გუნდმა უკვე 4 შეხვედრა წააგო. წაგების შემდეგ ხშირად ტურინელები მარცხს არბიტრს აბრალებენ. ამასთან დაკავშირებით გუნდის  ლეგენდა ჯანლუიჯი ბუფონმა გააკეთა კომენტარი: " გუნდს არ გამოსდის თამაში. თავიდან ძალიან ცუდად  დავიწყეთ, 10 კაცით კი უფრო უკეთ ვთამაშობდით ვიდრე მატჩის სტარტზე 11 კაცით". "არბიტრს არ გაუშვია შეცდომა, წითელი ბარათი სამართლიანად დავიმსახურეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ნაწყენი ვართ ამ წაგების გამო, მაგრამ ყველაფერი ჩვენი ბრალია  და არა მსაჯის". "თუ შენ არ შეგიძლია მოედნის ცენტრში დუელების მოგება და 3 პასის გადაბმა, პრეტენზია არ უნდა გქონდეს გამარჯვებაზე". "ბებერი ქალბატონი" 12 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს "სერია ა"-ში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები