ანხელ დი მარია: "ყოველთვის მინდოდა "რეალში" დარჩენა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანხელ დი მარია: "ყოველთვის მინდოდა "რეალში" დარჩენა"


"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ "რეალიდან" წასვლაზე ისაუბრა. "როცა "რეალიდან" წავედი, გულშემატკივრებს წერილი მივწერე პრესით. საქმე ჩემს გრძნობებში არ იყო, ის იმიტომ დავწერე, რომ ნათელი მომეფინა იმისთვის, რასაც ჩემზე ლაპარაკობდნენ და რაც აბსოლუტური სიცრუე იყო. "ბერნაბეუზე" რომ მივსულიყავი და ჩემთვის დაეყვირათ, ეს იმის გამო იქნებოდა, რასაც მაშინ ლაპარაკობდნენ. მე ყოველთვის მინდოდა "რეალში" დარჩენა, არასდროს მდომებია წასვლა. ინფორმაცია არ მქონდა ბევრ რამეზე, რაც დახურულ კარს მიღმა ხდებოდა, ეს ყველაფერი აგენტების საქმეა. მადრიდი დავტოვე ისე, როგორც დავტოვე. მაგრამ მესიამოვნა, ბოლო მატჩში ტაში რომ დამიკრეს" , - თქვა დი მარიამ. შეგახსენებთ, 2014 წელს დი მარია "რეალიდან" მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, 2015 წელს კი - "ემიუდან" "პსჟ"-ში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები