"ბარსელონამ" პატოს თვალი დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბარსელონამ" პატოს თვალი დაადგა


კატალონიის "ბარსელონა" იანვარში ბრაზილიური "სან პაულოს" ბრაზილიელი თავდამსხმელის ალექსანდრე პატოს გადაბირებას შეეცდება, იტყობინება ესპანური გამოცემა - Sport-Es. კატალონიელებს სჭირდებათ ფორვარდი, რომელიც მესის, სუარესის ან ნეიმარის არ ყოფნაში მათი როლის შესრულებას მოახერხებს. ზემოთ ხსენებული წყაროს ცნობით, პატო მზადაა "ბარსელონაში" აღნიშნული როლი შეასრულოს. მიმდინარე სეზონში პატომ "სან პაულოს" მაისური 29 შეხვედრაში მოირგო და 10 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები