მინო რაიოლა: "ზლატანი უკეთესია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ ან ლიონელ მესი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მინო რაიოლა: "ზლატანი უკეთესია, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ ან ლიონელ მესი"


ფრანგული "პსჟ"-ს შვედი თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტი მინო რაიოლა მიიჩნევს, რომ თავისი კლიენტი უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ლიონელ მესი ("ბარსელონა") და კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი"). "ჩემთვის იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად რჩება, ციტირებს Goal.Com მინო რაიოლას. - ყველა გულშემატკივარს სურს მისი თავის კლუბში ხილვა. ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე მის თაობაზე, მინიმუმ, 30 შეთავაზების განხილვა მიწევს. ის უფრო ძლიერია, ვიდრე რონალდუ ან მესი", - განაცხადა მინო რაიოლამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები