ალექს ტეიშეირა: "კარგი იქნებოდა ინგლისში გადასვლა უკვე იანვარში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალექს ტეიშეირა: "კარგი იქნებოდა ინგლისში გადასვლა უკვე იანვარში"


ალექს ტეიშეირა:
"შახტარის" შემტევმა ნახევარმცველმა, ალექს ტეიშეირამ განაცხადა, რომ კლუბის შეცვლას აპირებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე. "როცა დუგლას კოშტამ და ლუის ადრიანომ "შახტარი" დატოვეს, ლუჩესკუმ დარჩენა მთხოვა. დავემორჩილე, მაგრამ ვიცი, რომ ახლა წასვლის დრო დადგა. ვფიქრობ, კლუბი დათანხმდება ჩემს გაყიდვას - ეს "შახტარისთვის" მომგებიანი იქნება. პრეზიდენტმა მითხრა, რომ არ გამყიდა მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე განახორციელა აქამდე 2 ტრანსფერი. მაქვს შეთავაზებები. ძალიან მიხარია, ჩემით "ჩელსი" რომ ინტერესდება. მნიშვნელოვანია ახალ ჩემპიონატში კონკურენციის გრძნობა, როგორც ეს ინგლისის პრემიერ ლიგაში ხდება. კარგი იქნებოდა ინგლისში გადასვლა უკვე იანვარში" , - თქვა ტეიშეირამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები