ჰიუზმა გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰიუზმა გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა


ჰიუზმა გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა
"სტოკ სიტის" მთავარი მწვრთნელი მარკ ჰიუზი მედიის წარმომადგენლებს თავისი გუნდის საკადრო პრობლემებზე ესაუბრა. "მუნიესმა ბარძაყის უკანა ზედაპირის საკმაოდ სერიოზული დაჭიმულობა მიიღო, რომელიც მას რამდენიმე დღით ამოაგდებს ფორმიდან" , - განუცხადა ჟურნალისტებს მწვრთნელმა. "ტრავმის სირთულიდან გამომდინარე, ის, მინიმუმ, 3-4 კვირას გამოტოვებს. ეს არ ყოფილა საუკეთესო კვირა ჩვენთვის, რამდენადაც "ჩელსის" წინააღმდეგ თამაშში დიდი ძალა დავკარგეთ, ასევე, მარკა, რომელიც ვერ დაგვეხმარება უახლოეს მატჩებში". "სტოკის" ლაზარეთში გლენ ჯონსონიცაა. მაგრამ ჰიუზს იმედი აქვს, რომ 31 წლის მცველი "ნიუკასლის" წინააღმდეგ ინგლისის პრემიერ ლიგის შაბათის მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები