ლეგიონი. ლორია სადებიუტოში დამარცხდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლეგიონი. ლორია სადებიუტოში დამარცხდა


ლეგიონი. ლორია სადებიუტოში დამარცხდა
გუშინ, რუსეთის თასის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩში, "კრილია სოვეტოვმა" საკუთარ მოედანზე მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში შედგა საქართველოს ეროვნული ნაკრების, გიორგი ლორიას დებიუტი, რომელმაც მოედანზე 90 წუთი დაჰყო. სტუმრებმა 1/4 ფინალური ეტაპის საგზური 87-ე წუთზე, ტაშაევის გოლის წყალობით მოიპოვეს. "კრილია სოვეტოვი" 76-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. წვიმიანი, ცუდი ამინდის მიუხედავად, ჩვენებურმა საკმაოდ კარგად ითამაშა. რამდენიმე რთული ბურთიც მოიგერია და "კრილია სოვეტოვი" გოლის გაშვებისგან იხსნა.

საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები