ნიკურაძე: "ჩემი ოცნებაა, ვითამაშო საქართველოსთვის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნიკურაძე: "ჩემი ოცნებაა, ვითამაშო საქართველოსთვის"


მრავალია ქართველი, რომელიც სხვისი ქვეყნის სახელით თამაშობს. ზოგს ისე აქვს მოკიდებული ფეხი, მისი სამშობლოსგან რამდენიმე 1000 კილომეტრით, რომ უკან დაბრუნებაც არ სურს, ზოგიც, ოცნებობს, ითამაშოს მისი ქვეყნისთვის, მაგრამ შანსი არ ეძლევა. გუშინ შემოგთავაზეთ ბლოგი სწორედ ასეთ ფეხბურთელებზე, რომელთა სიაშიც არ იყო ამსტერდამის "აიაქსის" ფეხბურთელი, ნიკა ნიკურაძე. ნიკა ნიკურაძე არის 22 წლის ფეხბურთელი. პოზიციით მცველი, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. სიმაღლით 187 სანტიმეტრი, ტანმაღალი მცველი. მისი ოჯახი როდესაც საქართველოდან ჰოლანდიაში გადაბარგდა, ნიკა მხოლოდ 1.5 წლის იყო. მოქალაქეობა ჰოლანდიის აქვს. GOAL.GE დაუკავშირდა ჰოლანდიის დედაქალაქში მოთამაშე ფეხბურთელს და გაესაუბრა, სურს თუ არა ითამაშოს საქართველოს ნაკრებში. "ჩემი ოცნებაა, ვითამაშო საქართველოსთვის. იმაზე ლამაზი არაფერია, როდესაც შენი ქვეყნისთვის თამაშობ. ჩემი სამშობლოსთვის უფრო მეტს ვიშრომებ და როდესაც იცი, რომ შენი ქვეყნისთვის თამაშობ, თავს არ დავზოგავ, მოგებისთვის ყველაფერს გაიღებ. საქართველოს კარგი მოთამაშეები ჰყავს, ზოგს ვიცნობ, ზოგს არა. ვიცი, რომ ნიჭი და ტალანტი ყველას აქვს და მათთან კონკურენცია ძნელი იქნება, მაგრამ მინდა, ჩემი თავი ვაჩვენო. რაც შეეხება ჩემს შანსს, საქართველოსთვის თამაშზე, არავინ დამკავშირებია, ამის თაობაზე. ვიცი, თუ მოვინდომებ და ვივარჯიშებ, შემიძლია ჩემ ნაკრებს სარგებელი მოვუტანო, მაგრამ ჯობია, 2 წელი კიდევ უფრო კარგად მოვემზადო და იმედი მაქვს, შანსი მომეცემა".

საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები