მანჩესტერის ლაზარეთი ივსება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერის ლაზარეთი ივსება


მანჩესტერის ლაზარეთი ივსება
ლუი ვან გაალმა ისაუბრა გუნდის დანაკლისზე "კრისტალ პალასთან" თამაშამდე. "იუნაიტედმა" ითამაშა თასის შეხვედრა "მიდლსბროს" წინააღმდეგ და პენალტების სერიაში დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში "წითლების" ნახევარმცველმა, მემფის დეპაიმ და ფორვარდმა, ჯეიმს ვილსონმა მიიღეს ტრამვები და დროზე ადრე გამოეთიშნენ თამაშს. "მემფისმა და ვილსონმა მიიღეს ტრამვები და ვნახოთ, მოახერხებენ თუ არა ისინი შემდეგ შეხვედრაში თამაშს", - განაცხადა ჰოლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა. გარდა ამისა, გუნდს ვერ დაეხმარებიან ანტონიო ვალენსია და პედი მაკნერი, რომელთაც კვლავ არ მოურჩენიათ ტრამვები.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები