ჯეკო "სიტიდან" წასვლაზე საუბრობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯეკო "სიტიდან" წასვლაზე საუბრობს


ბოლო წლების მანძილზე ედინ ჯეკოს მანუელ პელეგრინი არ წყალობდა. ხშირად ფეხბურთელი ვერ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში და მხოლოდ რამდენიმე წუთით დაკმაყოფილება უწევდა. სეზონის დასაწყისში ჯეკო "რომაში" გადავიდა, სადაც მას მეტი სათამაშო დრო ექნება. მანჩესტერში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა ბოსნიელმა ფორვარდმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში: "გუნდში რობერტო მანჩინიმ მიმიყვანა და სწორედ მან მომცა ინგლისში თამაშის საშუალება. ჩვენ ვიგებდით, გვქონდა კარგი პერიოდი, მე რეგულარულად არ ვთამაშობდი, თუმცა, მანჩინის შეუძლია, ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად მომართოს სათამაშოდ, როცა იგი მას იყენებს მოედანზე". მანჩესტერში ხშირად მეძახდნენ "სუპერ შეცვლას", რადგან გამოვდიოდი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან და გამქონდა გოლები, თუმცა, მე ეს არ მომწონდა. მე არ მინდოდა, ვყოფილიყავი ვინმეს შემცვლელი". ჯეკომ ასევე ისაუბრა მანუელ პელეგრინიზე: "მანუელი შესანიშნავი მწვრთნელია, მე მასთან არანაირი პრეტენზია არ მაქ. უბრალოდ, არ მეძლეოდა შანსი და მეც გადავწყვიტე გუნდის დატოვება". ჯეკოს "სერია ა"-ში 8 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი წლევანდელ სეზონში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები