კრისტიან ბენტეკე: "ტრავმა უკან დარჩა, "ჩელსისთან" მატჩს ველი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კრისტიან ბენტეკე: "ტრავმა უკან დარჩა, "ჩელსისთან" მატჩს ველი"


"ლივერპულის" თავდამსხმელმა, კრისტიან ბენტეკემ კომენტარი გააკეთა ამ შაბათს "ჩელსისთან" სათამაშოდ მის მზადყოფნაზე. "ჯანმრთელი ვარ. წინა კვირას "საუთჰემფტონთან" თამაშში რაღაც დისკომფორტს ვგრძნობდი. ახლა ტრავმა უკან დარჩა, "ჩელსისთან" მატჩს ველი. სატრანსფერო ფანჯრის დროს რთული პერიოდი მქონდა, რამდენადაც, როგორც იცით, სეზონისწინა მზადება გამოვტოვე. ახლა ვცდილობ, ჩემი ძველი დონე დავიბრუნო. ტრავმები ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ მთელ ძალისხმევას ვხარჯავ, რომ სეზონის მთელ დარჩენილ ნაწილში ვითამაშო და მინდორზე გავიდე თითოეულ თამაშში. კლუბის ბაზაზე ვრჩები და ვვარჯიშობ, რაც შეიძლება დიდხანს, რათა მალე ჩავდგე ფორმაში" , - თქვა ბენტეკემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები