"ჩელსი" - კიევის "დინამო". სავარაუდოდ დიეგო კოშტა ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ჩელსი" - კიევის "დინამო". სავარაუდოდ დიეგო კოშტა ითამაშებს


"ჩელსის" თავდამსხმელი დიეგო კოშტა, სავარაუდოდ, კიევის "დინამოს" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში თამაშს შეძლებს. შეგახსენებთ, ესპანელმა ნეკნები "სტოკ სიტისთან" ლიგის თასის მატჩში (1:1, 4:5 პენალტებით) დაიზიანა. ინგლისის პრემიერ ლიგაში "ლივერპულთან" ხვალინდელი მატჩის წინ ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომლის შედეგების მიხედვითაც გადაწყდება, გავა თუ არა მერსისაიედელბთან მატჩში ის მინდორზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ჩელსიში" თითქმის არ ეპარებათ ეჭვი, რომ კოშტა "ლივერპულთან" თამაშს შეძლებს. ასე რომ, ფორვარდი მზად უნდა იყოს "დინამოსთან" მატჩისთვის, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები