ენრიკე: "ინიესტა და რობერტო გამოჯანმრთელდნენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ენრიკე: "ინიესტა და რობერტო გამოჯანმრთელდნენ"


კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე "ხეტაფესთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს. "ხეტაფე" კარგი მოწინააღმდეგეა, რომელსაც დაცვაში თამაში მშვენივრად შეუძლია. ისინი მოედანზე ყოველთვის გვიქმნიან პრობლემებს." ენრიკემ თავისი გუნდის რამდენიმე მოთამაშეზეც ისაუბრა. "ინიესტა და სერხი რობერტო გამოჯანმრთელდნენ. ისინი 100%-ით მზად არ არიან, თუმცა ტრავმა უკვე მოიშუშეს და ძირითად შემადგენლობაში თამაში შეუძლიათ. რაც შეეხება მესის, ის ჯერ მზად არ არის. სეზონი გრძელია, დარწმუნებული ვარ, რომ მესი დაბრუნებას და ფორმაში ჩადგომას მოახერხებს." სპეციალისტმა კომენტარი სანდრო რამირესისა და მუნირის უშედეგობაზეც გააკეთა. "ისინი მუშაობას განაგრძობენ და მუდმივ პროგრესს განიცდიან. ჩემთვის "რეალთან" გასამართ მატჩზე მნიშვნელოვანი ლა ლიგაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ.", - დაასრულა ლუის ენრიკემ. მატჩი "ხეტაფესა" და "ბარსელონას" შორის 31 ოქტომბერს თბილისის დროით 23:30-ზე გაიმართება.
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები