რა არის "ჩელსის" წარუმატებლობის მთავარი მიზეზი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რა არის "ჩელსის" წარუმატებლობის მთავარი მიზეზი?


რა არის
მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდ ფორმაშია პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი ლონდონის "ჩელსი". გუნდს მხოლოდ 11 ქულა აქვს და ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება. გულშემატკივართა გარკვეული ნაწილის აზრით, ამის მიზეზი გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა. მოგეხსენებათ სწორედ "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ გადაწყდება მისი ბედი. ცნობილი ინტერნეტ გამოცემა Goal.com კი არისტოკრატთა წარუმატებლობის მთავარ მიზეზად მეკარის პრობლემას ასახელებს. სეზონის დასაწყისში "ჩელსის" დაეტრავმა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ტიბო კურტუა. როგორც ჩანს, ცუდ ფორმაშია ბოსნიელი ასმირ ბეგოვიჩი, რომელიც ამჟამად "ჩელსის" ძირითადი მეკარეა. ლონდონელებს კი პრემიერლიგაში უკვე 19 გოლი აქვთ გაშვებული, ამიტომ გუნდი მესამე მეკარის ძებნას შეუდგა. იყო საუბრები, თითქოს არისტოკრატები გიორგი ლორიას გაიფორმებდნენ, ეს ინფორმაცია ცხადაძემაც დაადასტურა, რასაც საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. ამის შემდეგ კი "ჩელსიმ" საბოლოოდ იპოვნა მეკარე და იტალიელი მარკო ამელია დაიმატა, თუმცა მოურინიო მას შანსს არ აძლევს და ძირითადი მეკარე კვლავ ბეგოვიჩია, რომელიც ფაქტობრივად ყველა მატჩში უშვებს. ჯერჯერობით, უცნობია როდის დაუბრუნდება კურტუა მოედანს და როდის ჩადგება სათანადო ფორმაში. ის კი ცხადია, რომ "ჩელსი" საშინელ ფორმაშია და როდემდე გაგრძელდება ეს, მოურინიოზეა დამოკიდებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები