კალდერონი: "რეალმა" ზაფხულში მოურინიოს დაბრუნება სცადა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კალდერონი: "რეალმა" ზაფხულში მოურინიოს დაბრუნება სცადა"


მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამოს კალდერონმა განაცხადა, რომ მადრიდელთა ხელმძღვანელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჟოზე მოურინიოს დაბრუნება საცადა. "ვფიქრობ, რომ ფლორენტინო პერესი მოურინიოს იმ შემთხვევაში დაეკონტაქტება, თუ პორტუგალიელი "ჩელსის" დატოვებს. "რეალმა" მოურინიოს გადმობირება ამ ზაფხულსაც სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ამის გარდა, პერესი იოაჰიმ ლიოვს, იურგენ კლოპსა და რაფაელ ბენიტესს უკავშირდებოდა. საბოლოოდ მან შეთანხმება ესპანელ სპეციალისტთან მოახერხა.", - განაცხადა კალდერონმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები