უიქენდის 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უიქენდის 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ


ამ შაბათ-კვირას საკლუბო ჩემპიონატების მოყვარულებს რამდენიმე საინტერესო მატჩი ელის. Goal.ge ტრადიციულად გთავაზობთ უიქენდის 5 გამორჩეულ შეხვედრას, რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ. "ჩელსი" - "ლივერპული" პრემიერლიგის ტური ცენტრალური მატჩით იწყება. "ჩელსი" საკუთარ არენაზე შეხვდება "ლივერპულს" და სწორედ აქ გადაწყდება ჟოზე მოურინიოს ბედი... გუნდს ამ მატჩში გამარჯვება სჭირდება, თუმცა იურგენ კლოპი არაფრის დათმობას არ აპირებს. მატჩი 31 ოქტომბერს, 16:45 წუთზე გაიმართება. "ვოლფსბურგი" - "ლევერკუზენი" ძალიან კარგ ფორმაში მყოფი "ლევერკუზენი" დღეს "ვოლფსბურგს" ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში გადაასწრებს კიდეც.  აღსანიშნავია, რომ "ბაიერს" ჩემპიონატში 5 მატჩია არ წაუგია, "ვოლფსბურგი" კი ბოლოს "გლადბახთან" დამარცხდა. შეხვედრა 21:30 წუთზე დაიწყება. "ვილიარეალი" - "სევილია" მიმდინარე სეზონში ძალიან კარგ ფორმაშია "ვილიარეალი". "სევილიამ" კი ცუდი სტარტის შემდეგ მოგებები დაიწყო. სუპერთასის ფინალისტი გუნდი შეეცდება სტუმრად იმარჯვოს და პრიმერაში მეოთხე გამარჯვება იზეიმოს.  ეს შეხვედრაც 21:15 წუთზე დაიწყება. "ინტერი" - "რომა" წელს სკუდეტოს მოპოვების მთავარ ფავორიტებად სწორედ ეს გუნდები ითვლებიან და შესაძლოა სწორედ ამ მატჩმა გადაწყვიტოს ყველაფერი. "რომას" იტალიაში ზედიზედ 5 მოგება აქვს. შეხვედრა 23:45 წუთზე დაიწყება. "ლაციო" - "მილანი" ტურის ბოლო მატჩი კი რომში შედგება, 1 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 წუთზე ერთმანეთს "ლაციო" და "მილანი" შეხვდებიან. ამ შეხვედრაში მილანელები შეეცდებიან ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვონ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები