"ბაიერნმა" ბუნდესლიგაში პირველად ვერ მოიგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბაიერნმა" ბუნდესლიგაში პირველად ვერ მოიგო


დღეს ბუნდესლიგის მე-11 ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. მიუნხენის "ბაიერნი" ფრანკფურტის "აინტრახტს" ესტუმრა და ჩემპიონატში ქულები პირველად დაკარგა. შეწყდა "რეკორდმაისტერის" სარეკორდო სერიაც, როდესაც გუნდმა ზედიზედ 10 მატჩში გაიმარჯვა. "ბაიერნი" მთელი თამაშის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხა. პეპ გვარდიოლას შეგირდებს 11 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვთ და მე-2 ადგილზე მყოფ დორტმუნდის "ბორუსიას" 8 ქულით უსწრებენ. აინტრახტი 0-0 ბაიერნი აიანტრახტი: ჰრადეცკი, აბრაჰამი, ძამბრანო, ოშიბკა, მეიერი, ჰასებე, აიგნერი (რეინარცი 88), მედოიევიჩი (რუსი 77), იგნოვსკი, სტენდერა (ჯაკპა 90+1), სეფეროვიჩი ბაიერნი: ნოიერი, ლამი (ალაბა 76), რაფინია (მიულერი 51), ბოატენგი, რობენი, ალონსო, მარტინესი, ვიდალი, კოსტა, ლევანდოვსკი, კომანი (ალკანტარა 65) გაფრთხილებები: აიგნერი 1, სეფეროვიჩი 57, აბრაჰამი 83, იგნოვსკი 90+5 - ლამი 69, რობენი 85 ვიდეო მიმოხილვა: 

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები