არველაძის "ტრაბზონსპორი" მსაჯების სკანდალში გაეხვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არველაძის "ტრაბზონსპორი" მსაჯების სკანდალში გაეხვა


არველაძის
თურქეთის ჩემპიონატის გასული ტურის მატჩში შოთა არველაძის "ტრაბზონსპორმა" "გაზიანტეპსპორი" მიიღო და შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულა. ამ მატჩთან დაკავშირებით, The Guardian დღეს სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. ცნობილი გახდა, რომ "ტრაბზონსპორის" პრეზიდენტმა "გაზიანტეპსპორთან" შეხვედრის შემდეგ მსაჯები სტადიონზე ჩაკეტა. კერძოდ კი, პრეზიდენტი გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ მთავარმა არბიტრმა მისი გუნდის სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა. ცნობილია, რომ მატჩის 4-ვე არბიტრი ღამის 4 საათამდე სტადიონზე იყვნენ ჩაკეტილები. Guardian იტყობინება, რომ საქმეში, თვით თურქეთის პრეზიდენტი, რესეფ ტაიპ ერდოღანი ჩაერთო და მხოლოდ მისი ზარის შემდეგ გაათავისუფლეს არბიტრები. ჯერჯერობით უცნობია დაუწესებენ, თუ არა "ტრაბზონსპორს" ამ ამბის გამო სანქციებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები