ანრი: "ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთადერთი ადამიანი არსებობს, რომელსაც "ჩელსის" გადარჩენა შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანრი: "ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთადერთი ადამიანი არსებობს, რომელსაც "ჩელსის" გადარჩენა შეუძლია"


ანრი:
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ "ჩელსის" ამჟამინდელ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, პრემიერ ლიგის 10 ტურის შემდეგ "არისტოკრატები" მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან. სწორედ ამ ფაქტზე ისაუბრა ანრიმ. "ერთადერთი ადამიანი, რომელსაც "ჩელსის" ამ ჭაობიდან ამოყვანა შეუძლია ჟოზე მოურინიოა. ვფიქრობ, რომ მისი გაშვება არ იქნება მართებული გადაწყვეტილება. ჟოზემ თქვა გასულ კვირას, რომ "ჩელსის" მასზე უკეთესი სპეციალისტი არ ჰყოლია და ეს ფრაზა 100%-ით მართალი იყო", - აცხადებს ანრი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები