ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონატს კორპორატიული ლიგებიც იწყებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონატს კორპორატიული ლიგებიც იწყებენ


1 ნოემბერს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წ.წ სეზონის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. პირველი ტურის შეხვედრებს, კორპორატიული, ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ. კორპორატიულ ლიგებში ჯამში 19 გუნდი ითამაშებს,  საიდანაც შედარებით ძლიერი 9 გუნდი ოქროს ლიგის პირველობისთვის იბრძოლებს, ხოლო დანარჩენი ათი ვერცხლის ლიგაში ცდის ძალებს.  ორივე ლიგაში გუნდები ერთ წრედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. პლეიოფის საგზურს საუკეთესო 8-8 გუნდი მოიპოვებს, სადაც გამარჯვებული 2 მოგების შედეგად გამოვლინდება. წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, დაიწყება კორპორატიული თასის გათამაშებაც, სადაც ოქროს და ვერცხლის ლიგის 8-8 საუკეთესო გუნდი უკვე ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას. რაც შეეხება პირველი ტურის შეხვედერებს, განსაკუთრებულ ინტერესს ოქროს ლიგა იწვევს, სადაც საკმაოდ ძლიერმა კონტიგენტმა მოიყარა თავი. დებიუტანტი მხოლოდ ერთია, სადისტრიბუციო კომპანია „ვესტ ინვესტი“, რომელიც შარშანდელი ბრინჯაოს ლიგის მონაწილეს, საქართველოს ფოსტის გუნდს დაუპირისპირდება. ორ წლიანი პაუზის შემდეგ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა საპატრულო პოლიცის საფეხბურთო გუნდი, რომლის მეტოქეც ოქროს ლიგის შარშანდელი ფინალისტი ევროპაბეთი იქნება. საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი ტრადიციულ მეტოქეებს, შარშანდელ ჩემპიონ ნატახტარსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (TTC) გუნდებს შორის. არანაკლებ საინტერესო შევედრაა მოსალოდნელი „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერსა“ და საქართველოს ბანკს შორის. რაც შეეხება ვერცხლის ლიგის შარშანდელ ფინალისტს, კრედოს რომელიც წელს ოქროს ლიგაში ასპარეზობს, კალენდრის მიხედვით ტურის გამოტოვება უწევს. 01.11.2015. ოქროს ლიგა. I ტური 12:00 TTC - ნატახტარი 15:00 პატრული - ევროპაბეთი 16:00 GWP - საქართველოს ბანკი 17:00 ვესტ ინვესტი - საქართველოს ფოსტა *კრედო პირველ ტურში ისვენებს 19(1) ერთბაშად სამი დებიუტანტი ითამაშებს ვერცხლის ლიგაში. აქედან ორი, თავის პირველ შეხვედრას ერთმანეთთან გამართავს, სადისტრიბუციო კომპანია „ალიანს ჯორჯია“ ავერსს დაუპრისპირდება. რაც შეეხება სოკოს მწარმოებელ კომპანია „თეთრი ქუდის“ გუნდს, ისინი თბილისის მერიას დაუპირისპირდებიან. ტურის ცენტრალური დაპირისპირება კი საბანკო დერბი იქნება, რომელშიც ერთმანეთს ვითიბი ბანკი და ბანკი რესპუბლიკა დაუპირისპირდებიან. 01.11.2015. ვერცხლის ლიგა. I ტური 11:00 BP GEORGIA - საქრუსენერგო 13:00 ალიანს ჯორჯია - ავერსი 14:00 ვითიბი ბანკი - ბანკი რესპუბლიკა 18:00 თბილისის მერია - თეთრი ქუდი 19:00 ბაქსვუდი - ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი 35(1) ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“,  Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“  და მუსიკალური მაღაზია „GURU music” მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „JAKO FM“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

 

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები