მანუელ პელეგრინი: "ჩელსი" ისევ ძლიერი გუნდია " » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანუელ პელეგრინი: "ჩელსი" ისევ ძლიერი გუნდია "


მანუელ პელეგრინი:
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ კომენტარი გააკეთა მისი კოლეგის, "ჩელსის" მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მუშაობაზე. "ყველა მწვრთნელის კარიერაშია ცუდი მომენტები, ეს ნორმალურია. მოურინიო ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მწვრთნელია და იმედი მაქვს, ის შეძლებს სიტუაციის გამოსწორებას. ვფიქრობ, მან უკვე აჩვენა პროფესიონალიზმი, რადგან გასულ სეზონში "ჩელსი" ჩემპიონი გახდა. ყოველთვის ვამბობ, რომ გუნდების შანსები მათემატიკურად იანგარიშება. წინ კიდევ ბევრი მატჩია და დარწმუნებული ვარ, "ჩელსი" ისევ ძლიერი გუნდია და კიდევ დაბრუნდება საჩემპიონო რბოლაში. ახლა მათ საუკეთესო სიტუაცია არ აქვთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი დალაგდება" , - განაცხადა პელეგრინიმ. 10 ტურის შემდეგ "ჩელსი" ინგლისის ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები