დიეგო სიმეონე: "შედეგი სამართლიანია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიეგო სიმეონე: "შედეგი სამართლიანია"


"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (1:1) "დეპორტივოსთან" ფრეზე. "შედეგი სამართლიანია. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი პრაქტიკულად არ შეგვიტევია. მოწინააღმდეგეს არ ჰქონდა აშკარა საგოლე მომენტები, ჩვენ კი შევწყვიტეთ იმის კეთება, რაც შესვენებამდე გამოგვდიოდა. ისე უნდა გაგვეგრძელებინა თამაში, როგორც პირველ ტაიმში. მაგრამ მთლიანობაში სწორ გზაზე ვართ, პირველ ტაიმში გუნდი ძალიან კარგად მოქმედებდა" , - აღნიშნა სიმეონემ. 10 მატჩის შემდეგ "ატლეტიკო" ესპანეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები