ზაჰა: "იუნაიტედში ჩემზე ზეწოლა იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზაჰა: "იუნაიტედში ჩემზე ზეწოლა იყო"


ზაჰა:
"კრისტალ პალასის" ვინგერმა, ვილფრიდ ზაამ ისაუბრა "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებულ დროზე. ზაამ განაცხადა: "მე დეპრესიაში ვიყავი, ბევრ რამეზე ვფიქრობდი. მე ვერ ვგრძნობდი ნდობას მაშინ, როცა კარგად ვერ ვთამაშობდი". "ვთამაშობდი მოსამზადებელი პერიოდის თამაშებს კარგად, თუმცა, "ვიგანთან" ჩაგდებულმა თამაშმა ყველაფერი გააფუჭა". როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ "გადაემტერა" დევიდ მოიესი ვილფრიდს იყო ჭორი, რომლის თანახმადაც ზაა მის ქალიშვილთან იწვა. ამასთან დაკავშირებით ინგლისელმა ვინგერმა განაცხადა: "მე არც კი შევხვედრივარ მას, მაგრამ ხალხი მიყურებს და ჩემზე ცუდი წარმოდგენა ექმნებათ, ვერ ვხვდები რატომ". წარმოშობით კოტდიუარელმა ფეხბურთელმა "იუნაიტედი" ზამთარში დატოვა და უკვე მოახერხა, გამხდარიყო "პალასის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები