რა ეღირებოდა მარადონა 2015 წელს რომ ეთამაშა ? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რა ეღირებოდა მარადონა 2015 წელს რომ ეთამაშა ?


რა ეღირებოდა მარადონა 2015 წელს რომ ეთამაშა ?

საფეხბურთო საიტი Goal.Ge განაგრძობს თქვენს განებივრებას საინტერესო სტატიებით. ამჯერად, წარმოგიდგენთ ბლოგს, სათაურით – "რა ეღირებოდა მარადონა 2015 წელს რომ ეთამაშა?"

"ის 10 მილიონი ღირს და მას მარადონა ჰქვია!" 

ასე უმღეროდნენ "ბონა ხუნიორსის" გულშემატკივრები "არგენტინოსიდან" გადმობარგებულ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და წარმოუდგენელი მომავლის მქონე, დიეგო არმანდო მარადონა ფრანკოს. 1981 წელს "ბოკას" დიეგოს ტრანსფერი 10 მილიონი დაუჯდა, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელ თანხას წარმოადგენდა. ტრანსფერში ფულთან ერთად, "ხუნიორსის" 6 ფეხბურთელი და ფულადი ჩეკები იყო ჩართული. ასე რომ, ამ ტრანსფერით ლეგენდარული მარადონა იმ დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა (აჯობა იოჰან კრუიფს, რომელიც 1973 წელს "ბარსელონაში" 4 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა).

რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი ? "არგენტინოსის" მაისურით მარადონამ 166 მატჩი ჩაატარა და 112 გოლი გაიტანა. ამავდროულად, გამოამჟღავნა ენით აღუწერელი საფეხბურთო ტალანტი, რომელიც არგენტინელ 10–იანს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობას უწინასწარმეტყველებდა.

დიეგო მარადონამ და მიგელ ბრინდისიმ "ბოკაში" წარმოუდგენელი დუეტი შექმნეს. არგენტინელმა გენიოსმა "ხუნიორსის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა და 26–ჯერ მოახერხა მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა. დღესაც დაუვიწყარია მის მიერ არგენტინული გუნდის მაისურით "სუპერკლასიკო ბომბონერაში" გატანილი გოლი.

მარადონა 1981/82 სეზონის დაწყებამდე ამბობდა, რომ "ბოკა ხუნიორსი" ჩემპიონი გახდებოდა და სიტყვა აასრულა კიდეც. ალბათ, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ "ბარსელონამ" დიეგოს სანაცვლოდ 20 მილიონი გადაიხადა.

როდესაც გუნდში ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, როგორიც დიეგო მარადონაა, კლუბი ყოველთვის ცდილობს, ფეხბურთელს რაც შეიძლება კარგი პირობები შეუქმნას (როგორც დღეს მესის). როგორც ჩანს, "ბარსას" სკაუტებმა მარადონას ნიჭი სათანადოდ ვერ შეაფასეს. 1984–ში მარადონა "ნაპოლიში" 5,3 მილიონად გადავიდა. სწორედ "ნაპოლიში" თამაშისას დაიდგა მარადონამ ფეხბურთის "მეფის" გვირგვინი. ნეაპოლში და მთლიანად მსოფლიოში 30 წლის შემდეგაც დიდია მოთხოვნილება დიეგო მარადონას მაისურებზე (ნაპოლის).

ფ

ფეხბურთში ჩადებული ინვესტიციები რომ გაასმაგდა, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მარადონას წლიური ხელფასი მხოლოდ 1,200,000 აშშ დოლარი იყო, როცა დღეს მესის ხელფასი 25 მილიონს უტოლდება.

ისმის კითხვა, შესაძლებელია თუ არა მარადონას სატრანსფერო ღირებულების დადგენა, მას თანამედროვე დროში რომ ეთამაშა. ამაზე პასუხი, როგორც ჩანს, ფეხბურთის დეტალების სპეციალისტ Pluri–ს (ორგანიზაცია) აქვს.

20 წლის ასაკში, პელეს შეძენა გაცილებით უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე იმავე ასაკში მყოფი ლიონელ მესის, ნეიმარისა და დიეგო მარადონას. ამ ასაკში ბრაზილიელ ლეგენდას მსოფლიო ჩემპიონატი უკვე მოგებული ჰქონდა (1958 – შვედეთი), იყო "სანტოსის" მამოძრავებელი ძალა და შეგდებული ჰქონდა არც მეტი არც ნაკლები 355 გოლი.

რაც შეეხება ლეო მესის, მას 20 წლის ასაკში 2–ჯერ ლა ლიგისა და ერთჯერ ჩემპიონთა ლიგის თასები ჰქონდა მოპოვებული. თინეიჯერული ასაკიდან გამოსვლისას მესის ღირებულება 68 მილიონი ევრო იქნებოდა.

20 წლის ასაკში, ნეიმარს 103–ჯერ ჰქონდა გოლი გატანილი, ამას დავუმატოთ მოგებული კოპა ლიბერტადორესის თასი, Pluri–მ ნეიმარი 55 მილიონად შეაფასა.

დიეგო მარადონა სიაში მე–4 ადგილს იკავებს. 40 მილიონად შეფასებულ არგენტინელს, 20 წლის ასაკში, 119 გატანილი გოლი, 3 არგენტინის პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირისა და მოგებული ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი დაუგროვდა.

რამდენი დაუჯდებოდა ნებისმიერ კლუბს დიეგო მარადონას შეძენა 2015 წელს ? შედარებისთვის ლეო მესი გამოვიყენოთ. დღეს მესის გამოსასყიდი თანხა 250 მილიონ ევროს შეადგენს. კარიერის პიკში, 1981–89 წლებში, დიეგო მარადონა 1 პენით ნაკლებიც კი არ ეღირებოდა.რა თქმა უნდა, მესის გაცილებით ბევრი მიღწევა აქვს, ვიდრე მარადონას, მაგრამ, ამავდროულად, გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტები: მესის თამაში არგენტინის "ოქროს თაობასთან" ერთად მოუწია. მისი მწვრთნელი იყო პეპ გუარდიოლა, აქვს გაცილებით მაღალ–ტექნოლოგიურად აღჭურვილი სავარჯიშო და მოსამზადებელი მოედნები. გაცილებით მოსახერხებელი მაისურები, ბურთები და ბუცები.

რაც არ უნდა იყოს, ერთ რამეზე ყველანი ვთანხმდებით. როგორც ლეო მესი, ისე დიეგო მარადონა არა მარტო არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში, არამედ მსოფლიო ფეხბურთის არსებობის განმავლობაში ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელები არიან.

დიმა კუტუბიძე, სპეციალურად Goal.Ge-სთვის.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები