ფოთის "კოლხეთმა" "საბურთალოც" დაამარცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფოთის "კოლხეთმა" "საბურთალოც" დაამარცხა


დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-10 ტურის ერთი მატჩი გაიმართა. ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ფოთის "კოლხეთმა" თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა მეტოქე. ერთადერთი გოლის გატანა მერაბ გიგაურმა შეძლო. მატჩი ფოთელების უპირატესობით წარიმართა. მათ ჰქონდათ რამდენიმე რეალური მომენტი, თუმცა, გოლის გატანა ვერ მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში მე-3 ოფიციალურ მატჩზე ფოთის "კოლხეთს" თავის კარში გოლი არ მიუღია და ამასთან, 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ხვალ, 1 ნოემბერს დანარჩენი 7 მატჩი გაიმართება. “დილა” – “შუქურა”  “დინამო” (ბთ) – “სიონი”  “ცხინვალი” – “სამტრედია” “ზუგდიდი” – “საპოვნელა” “მერანი” – “ლოკომოტივი” “დინამო” (თბ) – “ჩიხურა” “ტორპედო” – “გურია”

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები