"ლივერპულმა" "ჩელსი" შოკში ჩააგდო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ლივერპულმა" "ჩელსი" შოკში ჩააგდო


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის მე-11 ტურის პირველი და, ამავდროულად, ცენტრალური მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე", სადაც ადგილობრივი "ჩელსი" მერსისაიდულ "ლივერპულთან" დამარცხდა. მატჩი სწრაფი გოლით გაიხსნა. ჯეიმს მილნერის შეცდომის ხარჯზე, სეზარ ასპილიკუეტას ჩაწოდება რამირესმა გოლად აქცია. ბრაზილიელ ნახევარმცველს ალბერტო მორენომ ხელი ვერ შეუშალა. ამის შემდეგ "ლივერპული" გააქტიურდა, ქმნიდა მომენტებს, თუმცა, 100%-იანი საგოლე მომენტი მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შექმნეს, რომელიც ფილიპე კოუტინიომ გოლადაც აქცია. მეორე ტაიმი იგივე სცენარით წარიმართა. მერსისაიდული გუნდი ბურთს ფლობდა, "არისტოკრატები" უბურთოდ მოძრაობდნენ, რამაც 74-ე წუთზე შედეგიც გამოიღო. ფილიპე კოუტინიოს ოსტატობის ხარჯზე "ლივერპული" დაწინაურდა. ბრაზილიელის დარტყმის მოგერიება ასმირ ბეგოვიჩმა ვერ შეძლო. ბოლო გოლიდან 1 წუთში ალბერტო მორენოს მე-3 ბურთის გატანა შეეძლო, თუმცა, ბოსნიელი მეკარე ამჯერად მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ყველაფერს წერტილი 83-ე წუთზე დაესვა, კრისტიან ბენტეკეს გოლით. ბელგიელი "პენსიონერთა" მცველებში შეიჭრა, მეტოქემ ბენტეკე ვერ დაბლოკა, რასაც "ჩელსის" კარში მორიგი გაშვებული ბურთი მოჰყვა.

"ჩელსი" 1-3 "ლივერპული"

გოლი: რამირესი '4 - კოუტინიო '45+; '74, ბენტეკე '84

"ჩელსი": ბეგოვიჩი, ზუმა, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა(ფალკაო '76), რამირესი, მიკელი(ფაბრეგასი '70), ვილიანი, ოსკარი, აზარი(კენედი '59), დიეგო კოშტა

"ლივერპული": მინოლე, კლაინი, შკრტელი, სახო, მორენო, ჯანი, ლუკასი, მილნერი(ბენტეკე '64), კოუტინიო, ლალანა(ლოვრენი '90+1), ფირმინო(აიბი '75)

გაფრთხილება: მიკელი - კოუტინიო, ლეივა, ჯანი, ბენტეკე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები