პირველი ლიგა: "ბეთლემმა" "გაგრა" გაანადგურა, "სამგურალმა" მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პირველი ლიგა: "ბეთლემმა" "გაგრა" გაანადგურა, "სამგურალმა" მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა


დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლიგის მე-11 ტურის მატჩები გაიმართა. საკმაოდ დაძაბული გამოდგა ქედის "ბეთლემის" და "გაგრას" დაპირისპირება, სადაც მასპინძელმა გუნდმა 3-ბურთიანი სხვაობით, 5:2 დაამარცხა მეტოქე. "ბორჯომსა" და ხობის "კოლხეთს" შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ამჟამად, "ბორჯომი" მე-3 ადგილს იკავებს სატურნირო ცხრილში 22 ქულით. ასევე 22 ქულა აქვს მე-2 ადგილოსან "სამგურალს", რომელმაც დღეს "მერცხალი" დაამარცხა 2:1. რუსთავში, ფოლადის სტადიონზე ერთმანეთს რუსთავის "რუსთავი" და ხონის "იმერეთი" დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე გუნდს თანაბარი შანსი ჰქონდა გოლის გატანის და დაწინაურების, თუმცა, პირველ ნახევარში ეს რუსთაველებმა შეძლეს. მეკარესთან მარტო დარჩენილმა ზაზა ციცქიშვილმა მარტივად აუარა გვერდი "იმერეთის" მეკარეს და ახლო მანძილიდან გაუტანა ხონელებს. პირველი ნახევარი "რუსთავის" უპირატესობით დასრულდა. მეორე ნახევარში თამაშის ტემპმა მოიმატა, სტუმრებიც გააქტიურდნენ. "იმერეთმა" მატჩის შემოტრიალება შეძლო და, საბოლოოდ, თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა. სხვა მატჩები: (მე-11 ტური - 31 ოქტომბერი) "ბეთლემი" 5:2 "გაგრა" "ბორჯომი" 1:1 "კოლხეთი" (ხ) "რუსთავი" 1:1 "იმერეთი" "ოდიში" 1:0 "ჭიათურა" "სამეგრელო" 0:1 "მეშახტე" "სამგურალი" 2:1 "მერცხალი" "სქური" 0:1 "ჩხერიმელა" "ვიტ ჯორჯია" 0:0 "ალგეთი"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები