მანუელ პელეგრინი: "მატჩი ექსტრაორდინალური გამოდგა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანუელ პელეგრინი: "მატჩი ექსტრაორდინალური გამოდგა"


მანუელ პელეგრინი:
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ "ნორვიჩთან" ინგლისის ჩემპიოანტის მატჩის (2:1) შედეგები შეაჯამა. "მატჩი ექსტრაორდინალური გამოდგა. "ნორვიჩი" ძალიან კარგად იცავდა. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრების წინ მატჩები ყოველთვის რთულია. მაგრამ ჩვენ ხასიათი და საკუთარ თავში რწმენა ვაჩვენეთ, რათა გაგვემარჯვებინა ამ შეხვედრაში. შეტევას ვაგრძელებდით მატჩის სულ ბოლო წუთამდე. ჰარტი ჩვეულებრივი ადამიანია, შეიძლება ის შეცდეს. აქამდე მან ბევრ მატჩში გადაგვარჩინა. ჯო ნამდვილი პროფესიონალია, აქ არანაირი პრობლემა არაა , - თქვა პელეგრინიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები