კიტეიშვილი: " ჩემი გოლებით გახარებული ვარ, მაგრამ მთავარი გუნდის წარმატება და გალიდერებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კიტეიშვილი: " ჩემი გოლებით გახარებული ვარ, მაგრამ მთავარი გუნდის წარმატება და გალიდერებაა"


კიტეიშვილი:
უმაღლესი ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში, "დინამო არენაზე" თბილისის "დინამომ" საჩხერის "ჩიხურა" დამაჯერებლად, 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი მასპინძელთა 13-იანმა, ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. მატჩის შემდეგ, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა. "მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე 10 კაცით იყო თამაშის საწყისი წუთებიდანვე, საკმაოდ დაძაბული მატჩი გამოვიდა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო. ჩემი გოლებით გახარებული ვარ, მაგრამ მთავარი გუნდის წარმატება და გალიდერებაა"

საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები