"ჩელსის" მოთამაშემ თქვა, რომ მისი გუნდი მოურინიოსთან ერთად უკეთ აგებს, ვიდრე იგებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ჩელსის" მოთამაშემ თქვა, რომ მისი გუნდი მოურინიოსთან ერთად უკეთ აგებს, ვიდრე იგებს


ლონდონის "ჩელსის" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, "ჩელსი" ჟოზე მოურინიოსთან ერთად წაგებას უფრო უკეთ ახერხებს, ვიდრე მოგებას. აღნიშნული ინფორმაცია BBC-ის ჟურნალისტმა გარი რიჩარდსონმა გაავრცელა. "მე მითხრეს, რომ ჟოზეს "ჩელსის" მოთამაშეებთან ურთიერთობა დაეძაბა. ფეხბურთელები ამდენი წარუმატებლობით ძალიან დაიღალნენ. ამასთან მე მითხრეს, რომ მისი ურთიერთობა ედენ აზართან ნელ-ნელა რთულდება. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა რადენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ "ჩელსის" მოურინიოსთან ერთად წაგება უფრო გამოსდის, ვიდრე მოგება.", - დასძინა BBC-ის გავლენიანმა ჟურნალისტმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები