კოსტამ შესაძლოა დისკვალიფიკაცია კვლავ მიიღოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოსტამ შესაძლოა დისკვალიფიკაცია კვლავ მიიღოს


ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა შესაძლოა მორიგი დისკვალიფიკაცია მიიღოს. ამჯერად წარმოშობით ბრაზილიელ ფორავრდს "ლივერპულთან" გამართულ შეხვედრაში მარტინ შკრტელთან მომხდარი ინციდენტის გამო ადანაშაულებენ. ერთ-ერთ ეპიზოდში მოედნის ცენტრში დიეგო კსოტამ შკრტელთან ორთაბრძოლაში ჯარიმა აიკიდა, ორივე მოთამაშე დაეცა და "ჩელსის" ფორავრდმა განზრახ მეტოქეს ფეხი კიდევ ერთხელ ჩაარტყა. მიუხედავად ამისა, ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ყვითელი ბარათიც არ მიიღო. შეგახსენებთ, რომ "ჩელსისა" და "ლივერპულს" შორის გამართულ მატჩს მარკ კლატენბურგი სჯიდა. https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=h3wtKGgTuFw

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები