რონალდუ: "მესიზე უკეთესი ფეხბურთელი ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ: "მესიზე უკეთესი ფეხბურთელი ვარ"


რონალდუ:
მადრიდის "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა El Pais-სთან ინტერვიუში "ბარსელონას" ათიანზე - ლეო მესიზე გააკეთა კომენტარი. "ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან წარმატებული ვარ. იმავეს ვიტყოდი მესიზე. ზოგს მიაჩნია, რომ მესი ჩემზე უკეთესი ფეხბურთელია, მე კი პირიქით ვფიქრობ. ყველას თავისი აზრი აქვს და პატივი უნდა ვცეთ. ჩემთვის ძალიან რთული იყო, როდესაც მესი ყოველ წელს ეუფლებოდა ოქროს ბურთს და ვფიქრობდი - რატომ არ უნდა მივაღწიო მსგავს წარმატებას მე?",  - აცხადებს რონალდუ. მოგეხსენებათ, მესი და რონალდუ ერთმანეთს 21 ნოემბერს, ელ კლასიკოზე დაუპირისპირდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები