რევიშივილი: "ჰალკის არყოფნაში თავს უკეთესად ვგრძნობდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რევიშივილი: "ჰალკის არყოფნაში თავს უკეთესად ვგრძნობდი"


რუსეთის ჩემპიონატის გასული ტურის მატჩი "ზენიტსა" და "მორდოვიას" შორის ფრედ 0:0 დასრულდა. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა "მორდოვიას" ქართველმა მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა, რომელმაც რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს. მატჩის შემდეგ ნუკრიმ რუსულ პრესასთან ისაუბრა. "ზენიტში მოპოვებული ქულა ნებისმიერი გუნდისთვის ნორმალური შედეგია. მით უმეტეს ჩვენთვის, რადგან ახლა ყოველი ქულა ძალიან მნიშვნელოვანია". როგორ ფიქრობთ, ჰალკის გარეშე "ზენიტი" სულ სხვა გუნდია? ბრაზილიელი ფეხბურთელი დიდი ძალაა ზენიტისთვის და ამ მატჩში ძალიან დააკლდა გუნდს, თუმცა, მის გარდა, ზენიტს უამრავი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს. გაგეხარდათ, რომ ჰალკმა "მორდოვიასთან" ვერ ითამაშა? რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან კარგი იყო და თავს უკეთესაც ვგრძნობდი. ვინ არის ძირითადი მეკარე გუნდში? ყოველი მატჩის წინ მწვრთნელი წყვეტს, თუ რომელი მეკარე უნდა დადგეს ძირითად შემადგენლობაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები