მანჩინი და კონტე "ჩელსის" შორტ-ლისტში არიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩინი და კონტე "ჩელსის" შორტ-ლისტში არიან


"ჩელსი" ისევ ეძებს ახალ მთავარ მწვრთნელს იმ შემთხვევისთვის, თუ ჟოზე მოურინიოს გაათავისუფლებენ. როგორც Corriere della Sera იუწყება, ლონდონური კლუბის შორტ-ლისტში იტალიის ნაკრების მეთაური ანტონიო კონტე და რობერტო მანჩინი ("ინტერი") მოხვდნენ, ამასთან, პრიორიტეტულ კანდიდატად მიიჩნევა "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელი. შეგახსენებთ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტეს კონტრაქტს ევრო-2016-ის შემდეგ ეწურება ვადა. 11 მატჩის შემდეგ "ჩელსი" ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში მე-15 ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები