ლუი ვან გაალი: "ცსკა"-სთან გამარჯვება გვჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუი ვან გაალი: "ცსკა"-სთან გამარჯვება გვჭირდება"


ლუი ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნატედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეძლო გუნდმა ზედიზედ 3 მატჩში გოლის გატანა. "არა მგონია, პრობლემა ფსიქოლოგიაში იყოს. ვხედავ ფეხბურთელების ხასიათს და იმას, რომ თავიანთ პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარებათ. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს 1 მატჩში, მაგალითად, "ცსკა"-სთან, რომელშიც გამარჯვება გვჭირდება. გულშემატკივრები? მათ ყოველთვის აქვთ აზრის გამოთქმის უფლება. ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ შევძლებთ "ცსკა"-სთვის გოლის გატანას და ახლა და შემდეგ სხვანაირად ვილაპარაკებთ" , - თქვა ვან გაალმა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი "ემიუ" - "ცსკა" სამშაბათს გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები