ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს გააცნობენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს გააცნობენ


ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს გააცნობენ
მე-19 საუკუნეში, ინგლისში მრგვალი ფორმის ნივთი, ბურთი გამოიგონეს. ამის შემდეგ დღიურად, თვიურად და წლიურად ვითარდება ფეხბურთი. მისი თამაში უამრავმა ადამიანმა დაიწყო. ქუჩის ფეხბურთიდან, სპორტის ეს სახეობა დიდ მინდორზე გადავიდა, სადაც გულშემატკივრები დიდი ემოციებითა და ოვაციებით გამოხატავენ მათი გუნდის წარმატებას თუ წარუმატებლობას. ფეხბურთი სპორტის იმ სახეობას მიეკუთვნება, რომელსაც შეუძლია, პატარა ქვეყანა მთელ მსოფლიოს კარგი სახელით გააცნოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მიექცეს ყურადღება ამ სფეროს განვითარებას. მაგალითისთვის მოვიყვან ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორებიც არიან ისლანდია და ალბანეთი. რამდენმა იცოდა რამდენიმე წლის წინ ამ ქვეყნების შესახებ? ისლანდიამ შეძლო გასვლა ისეთი ჯგუფიდან, სადაც ასპარეზობდნენ თურქეთი, ჩეხეთი და ჰოლანდია. მეტიც, „ნარინჯისფრები“ ევროპის ჩემპიონატის საგზურის გარეშე დარჩნენ. ვინ იცოდა ალბანეთი? ალბათ, 4-5 წლის წინ თქვენთვის ამ ქვეყნის საფეხბურთო განათლებაზე რომ ეკითხათ, არ ვიცის თქმაც კი ზედმეტად ორიგინალური პასუხი იქნებოდა, რადგან ალბანეთი წლების წინ არავითარ წინაღობას და სირთულეს არ წარმოადგენდა, ახლა კი, ისინი 2016 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, თანაც ისე, რომ მათ მოახერხეს საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბეთის, დანიისა და სომხეთის ჩამოშორება. ამ თემასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მთავარი მათგანი დანიაა. 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მაშინ, როდესაც მონაწილეობა ჩეხოსლოვაკიას უნდა მიეღო, დაიშალა და მათ მაგივრად, ჩემპიონატზე დანიას უხმეს. მათი მწვრთნელი რიჩარდ მიოლენ-ნილსენი იხსენებს: „სოფლებში ღობეების შეღებვით ვიყავი დაკავებული, რათა ჩემი საკუთარი შემოსავალი მქონოდა, როდესაც დამირეკეს, მოემზადე, 2 დღეში ევროპის ჩემპიონატზე მივდივართო“. ავიღოთ კიდევ ერთ მაგალითად კოსტა-რიკა, რომელზეც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მთელი მსოფლიო საუბრობდა, მათ შეძლეს ჯგუფში იტალიისა და ინგლისის ჩატოვება, აჯობეს პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ურუგვაის, ეს ხომ საოცრებაა. მათი საუკეთესო ფეხბურთელი მხოლოდ „ლევანტეში“ თამაშობდა, პრიმერა დივიზიონის საშუალო დონის გუნდში. კეილორ ნავასი ჩემპიონატის დასრულებისთანავე მადრიდის „რეალში“ მოხვდა. ბევრს აინტერესებს, როგორ შეძლეს ეს? - მხოლოდ შრომის და თავდადების ხარჯზე. 21-ე საუკუნეში ფეხბურთი განვითარების ზენიტშია. საქართველოს ის თაობა ეზრდება, რომელზეც მცირე ჩავარდნების შემდეგ უდიდეს იმედებს ამყარებენ. გვყავს პერსპექტიული ბიჭები სხვადასხვა პოზიციებზე. იგრძნობა განსხვავებული სულისკვეთება, რომელიც არ იყო წარსულში. „ჯვაროსნებს“ გამოკვეთილი ლიდერები უჩნდებიან, ვაკო ყაზაიშვილისა და საბა კვერკველიას სახით. ისინი თავიანთ კლუბებში ლიდერებად ყალიბდებიან და მათ გრანდებში მოხვედრას უწინასწარმეტყველებენ, რადგან მათი განვითარება ჩინებული გზით მიმდინარეობს. იმისათვის, რომ ჩვენი თემა უფრო დაზუსტებული იყოს, ამ ბლოგით ვისაუბრებთ ფეხბურთელებზე, რომელთაც შეუძლიათ, საქართველო მომავალში დიდ ტურნირზე გაიყვანონ და ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოს გააცნონ.

მეკარე

MEKARE

მეკარის პოზიცია ერთ-ერთია, სადაც საქართველოს ნაკრებს ბოლო დროა, არ უჭირს და, მით უმეტეს, არც 10-15 წელი გაუჭირდება. ამ პოზიციაზე „ჯვაროსნებს“ მართლაც უმაღლესი დონის მოთამაშეები ჰყავთ.

გიორგი მაკარიძე(„ფეირენსე“) – 25 წლის მეკარე ბრწყინვალე ფორმაშია, განსაკუთრებით, ბოლო დროს, რომელსაც თავის პორტუგალიურ გუნდში საქმე ბრწყინვალედ მისდის. გიორგის საკმაოდ კარგად გამოსდის პენალტების მოგერიება და არაა გასაკვირი, ახლო მომავალში ნაკრების პირველი მეკარის სტატუსი დაიმკვიდროს. 17 წლიდან მაკარიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.

გიორგი ნადირაძე(„ცხინვალი“) -  23 წლის მეკარე, რომელიც უკვე დიდი ხანია, კახა კაჭარავას გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. უსწრაფესი რეაქციით და კარგი ნახტომებით მან უკვე ძალიან ბევრს გააცნო თავი, ჯერ კიდევ ზაფხულში, ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე, რუმინეთში, „ბოტოშანის“ წინააღმდეგ. სულ მალე გიორგი ნადირაძეს კახა ცხადაძის ნაკრებში უნდა ველოდოთ.

ბექა ქურდაძე(„საბურთალო“) 18 წლის მეკარე, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მოხვდეს. ტანმაღალი მეკარე კარგია მაღალ ბურთებზე, შეუძლია ფეხით კარგად თამაში. იგი უკვე საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების ძირითადი მეკარეა.

ოთო გოშაძე(„ქასიმფაშა“) 18 წლის ტანმაღალი, ფიზიკურად ძლიერი მეკარე. გოშაძე „ქასიმფაშას“ ღირსებას იცავს, სადაც იჯარით იანვრამდეა, მაგრამ, დიდი ალბათობით, მისი კარიერა კვლავ თურქულ გუნდში გაგრძელდება. ოთო გამოირჩევა საიმედო თამაშით. იგი 19 წლამდელთა ნაკრების ძირითადი მეკარეა.

დაცვა

MCVELI

დაცვის პოზიციაზე საქართველოს საკმაოდ კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს. გავიცნოთ ისინი და მათი კარგი მხარეები.

ოთარ კაკაბაძე(„დინამო თბ“) – 20 წლის ფეხბურთელს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ შორს, "ნისლიან ალბიონზე" ლიდერის ფუნქცია შეითავსოს და ჩვენს ნაკრებსაც სერიოზულად ახეიროს. ოთო არამარტო დაცვაში, არამედ შეტევაში აქტიური ჩართულობითაც გამოირჩევა. იგი 21 წლამდელთა ნაკრების კაპიტანია, თუმცა, უკვე ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც.

სოლომონ კვერკველია(„რუბინი“) – 23 წლის ცენტრალურ, ტანმაღალ მცველზე უკვე შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ჩამოყალიბებული ფეხბურთელია, რომელიც ნაკრების ლიდერის ფუნქციებს ნელ-ნელა ითვისებს. მან უკვე ითამაშა ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ, როგორებიც არიან: ფილიპე კოუტინიო, მარკო როისი, თომას მიულერი, კრისტიან ბენტეკე და მრავალი სხვა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ უძლიერესი შეფასება მიიღო. კვერკველიას დადებითი მხარეა თავით კარგად თამაში და ბურთის ართმევა.

ლაშა დვალი(„დუისბურგი“) – 20 წლის ცენტრალური მცველისა და სოლომონ კვერკველიას თვისებები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. როგორც საბას, ასევე, ლაშა დვალსაც კარგი ფიზიკური კონდიციები აქვს, ბრწყინვალეა ართმევაზე და კარგად თამაშობს თავით. ლაშა დვალი საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების წევრია, თუმცა, მას უკვე 4 მატჩი აქვს ეროვნულ ნაკრებშიც.

ნიკა ჭანტურია(„დინამო თბ“) – 20 წლის მცველი რამდენიმე დღეა, დაუბრუნდა საწვრთნელ პროცესს, 8-თვიანი ტრავმის შემდეგ. ჭანტურია „დინამოს“ კაპიტანი და 21 წლამდელთა ნაკრების წევრია.

გაგი მარგველაშვილი(„საბურთალო“) – 19 წლის მცველი საკმაოდ საიმედოა სტანდარტულ სიტუაციებში, თავით თამაშით, რამეთუ, მას სიმაღლეც უწყობს ხელს. იგი უკვე საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების წევრია.

გიორგი ქიმაძე(„ტორპედო“) - რაც შეეხება 23 წლის უკანახაზელს, ამ ფეხბურთელს მხოლოდ მცველის თვისებები არ ახასიათებს და ეს მან ძალიან ბევრჯერ დაამტკიცა. ვროპის ლიგა გავიხსენოთ. მისი ჩართვები შეტევაში ხშირად მის ფლანგზე მოასპარეზე გაბედავასაც კი ჩრდილავდა ხოლმე. დახვეწილი მოძრაობები, ლამაზი დრიბლინგები – ეს ისაა, რასაც „ტორპედოელთა“ მცველი  ხშირად აკეთებდა ხოლმე და რასაც საქართველოს ჩემპიონატში (არამარტო) რამდენიმე შემტევი ფეხბურთელიც კი ინატრებს.

გიორგი თევზაძე(„დინამო თბ“) - ისევე როგორც გიორგი ქიმაძე, 19 წლის მცველი მხოლოდ დაცვითი ფუნქციებით არ გამოირჩევა. მას შეუძლია კონტრშეტევების წამოწყება, არის ძალიან სწრაფი. კარგად გამოსდის სტანდარტული სიტუაციების შესრულება და კუთხურების ჩაწოდება. გამოირჩევა უძლიერესი დარტყმით.

ნახევარდაცვა

MIDFIL

მეკარის პოზიციასთან ერთად, ნახევარდაცვაც ერთ-ერთია, სადაც ბევრი ნიჭიერი და გონიერი ფეხბურთელი გვყავს. მათზე გულშემატკივარი უდიდეს იმედებს ამყარებს, ხოლო როგორ გაამართლებენ გაცემულ ავანსებს, მომავალი გვიჩვენებს.

ნიკა კვეკვესკირი(„ინტერ ბაქო“) - აზერბაიჯანული კლუბის 23 წლის ნახევარმცველი გამოირჩევა მოედნის ცენტრში „დირიჟორობით“. აქვს გადაცემების გადანაწილების თვისება. მას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მხოლოდ ახლახანს, გიბრალტარის წინააღმდეგ ჰქონდა, სადაც თავი გენიალური საგოლე გადაცემით გამოიჩინა, მათე ვაწაძეზე. ნიკა კვეკვესკირს, ასევე, ძლიერი და დაყენებული დარტყმა აქვს, რაც მან გერმანიასთან მატჩშიც დაამტკიცია. შეუძლია სწრაფად გადაწყვეტილების მიღება. რომ არა ნოიერი, იქნებ „ბუნდესთიმთან“ შედევრიც შეექმნა.

გიორგი აბურჯანია(„ანორთოსისი“) – „ცენტრის მეფე“ - ასე შეიძლება შევარქვათ „ანორთოსისის“ 20 წლის ჩამშლელ ნახევარმცველს. გიოს „კოზირი“ ზუსტი გადაცემებია. მას კარგად ეხერხება მეტოქის სწრაფი და სახიფათო შეტევების ჩაშლა. აბურჯანია, ამჟამად, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავს, თუმცა, უახლოეს მომავალში გულშემატკივარი კახა ცხადაძის გუნდში ელის.

მათე ცინცაძე(„დინამო თბ“) - დედაქალაქელთა 20 წლის ნახევარმცველი უკვე გუნდის მე-3 კაპიტანია, ადრეულ ასაკში. მათეს კარგად ეხერხება პენალტებისა და საჯარიმო დარტყმების შესრულება. ასევე, შეუძლია მეტოქის შეტევების ჩაშლა, ახალი შეტევების წამოწყება და რამდენიმე ათეულ მეტრზე სწორი გადაცემის გაკეთება. ცინცაძეს ირლანდიასთან მატჩში თავის გამოჩენის საშუალება მიეცა.

გუგა ფალავანდიშვილი(„დილა“) – 22 წლის ნახევარმცველი უმაღლესი ლიგის გასული სეზონის აღმოჩენაა. გუგა არ არის ფიზიკურად ძლიერი და მაღალი ფეხბურთელი, მაგრამ მას აქვს გონება, რითიც მოედანზე ხელმძღვანელობს მეტოქე გუნდისა და თავისი კლუბის შეტევებს. გუგას უკვე ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში დებიუტი, გიბრალტარის წინააღმდეგ.

გიორგი ხარაიშვილი(„საბურთალო“) – 19 წლის ნახევარმცველი ახალაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული „საბურთალოს“ კაპიტანია. გიორგის უნიკალურად შეუძლია საჯარიმო დარტყმების შესრულება. აქვს ძლიერი დარტყმა და ტექნიკა. გიორგი საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების წევრია.

შემტევი ნახევარდაცვა

ვაკო ყაზაიშვილი(„ვიტესი“) - როგორც ახლა, კიდევ რამდენიმე წელი „ვიტესის“ 10-იანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი იქნება. მან უნდა შეძლოს ეს, უნდა აიღოს თავზე ის პასუხისმგებლობა, რასაც გულშემატკივრები 22 წლის შემტევისგან ელიან. ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელს ბრწყინვალე ტექნიკა აქვს. მას შეუძლია, რამდენიმე მეტოქეს ერთდროულად გაუმკლავდეს.

გიორგი პაპუნაშვილი(„ვერდერი 2“) – 20 წლის ნახევარმცველს ბოლო დროს გუნდში საქმე კარგად მისდის. მოახერხდა გერმანიაში მისი პირველი გოლის გატანაც, გასულ უიქენდზე. პაპუნაშვილის მთავარი „კოზირი“ ტექნიკაა, რომელსაც კიდევ უფრო ხვეწს და შეუძლია, მოულოდნელად, მეტოქის კარი უძლიერესი დარტყმით, შორი დისტანციიდან აიღოს.

გიორგი არაბიძე(„შახტარი 2“) - არამხოლოდ ქართველებმა, უცხოელებმაც კი, 17 წლის შემტევს „ქართველი მესი“ უწოდეს. გიორგის ბრწყინვალე ტექნიკა აქვს, თამაშობს როგორც მარჯვენა, ასევე, მარცხენა ფლანგზე. შეუძლია, შეითვისოს გამთამაშებლის პოზიციაც. არის უნივერსალური თვისებების მქონე მოთამაშე. მას ამ ასაკში უკვე ჰქონდა დებიუტი „შახტარის“ მთავარ გუნდში, სათასო დაპირისპირებაში და უკრაინის ჩემპიონატში.გიორგი ასაკობრივი ნაკრების წევრია.

ოთარ კიტეიშვილი(„დინამო თბ“) – 19 წლის შემტევი „დინამოს“ ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება. მას ბრწყინვალე ტექნიკა აქვს და შეუძლია, რამდენიმე ფეხბურთელს ერთდროულად გაუმკლავდეს. კიტეიშვილი 21 წლამდელთა ნაკრების წევრია.

თავდამსმხელი

TAVD

ერთი ჩამოყალიბებული თავდამსხმელის, ლევან მჭედლიძის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს კიდევ 2 ბრწყინვალე შემტევი ეზრდება.

ლევან მჭედლიძე(„ემპოლი“) – 25 წლის თავდამსხმელი ჩვენს ეროვნულ გუნდში ერთ-ერთია, რომელსაც ნაკრების ლიდერად მიიჩნევს გულშემატკივარი და მომდევნო რამდენიმე წელიც ასე იქნება. ლევანი არამხოლოდ შემტევი და გოლეადორია გუნდის, არამედ ის უდიდეს სამუშაოს ასრულებს დაცვაშიც, გადმოვარდნილ ბურთებზე. აქვს უძლიერესი დარტყმა, ბრწყინვალე ტექნიკა და შეუძლია საჰაერო ორთაბრძოლების მოგება.

ნიკა კაჭარავა(„ცხინვალი“) – 21 წლის შემტევს ხასიათებისა და სათამაშო სტილის მსგავსების გამო, გულშემატკივრებმა „ქართველი იბრაჰიმოვიჩი“ შეარქვეს. ნიკა ტექნიკური თავდამსხმელია, რომლის „კოზირი“ საჰაერო ორთაბრძოლებია, სიმაღლის გამო. ასევე, შეუძლია რამდენიმე მცველის ერთდროულად მოტყუება. გურამ გოშთელიანი(„საბურთალო“) – 18 წლის ფიზიკურად ძლიერ თავდამსხმელს ბრწყინვალე დარტყმა აქვს. გურამს მე-2 თავდამსხმელადაც შეუძლია თამაში და, ასევე, გამოკვეთილ შემტევადაც. იგი საქართველოს 19 და 21 წლამდელთა ნაკრების წევრია. ჩვენ გავეცანით ყველა იმ ფეხბურთელის კარგ მხარეებს, რომლებზეც გულშემატკივრები უდიდეს იმედებს ამყარებენ. მაშინ, როდესაც თქვენ ნახეთ, რამდენი პერსპექტიული ფეხბურთელი გვეზრდება, როგორ შეიძლება, არ შევხედოთ მომავალს იმედიანად და არ ვიფიქროთ იმაზე, რომ რამდენიმე წელში შეგვიძლია, ჩვენი ქვეყნის სახელი მთელ მსოფლიოს გავაცნოთ?

მოამზადა საბა საპანაძემ, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები