კუპატაძე: ""დინამოს" წინააღმდეგ უკეთესად შეიძლებოდა მეთამაშა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კუპატაძე: ""დინამოს" წინააღმდეგ უკეთესად შეიძლებოდა მეთამაშა"


საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრაში, თბილისის "დინამომ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და კიტეიშვილის დუბლით, 2:0 მოიგო. GOAL.GE-სთან იმერელთა მეკარემ, დავით კუპატაძემ ისაუბრა. - შეხვედრა მეტად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ჩვენს კარში გაშვებულ გოლთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, მსაჯის შეცდომაზეა ყურადღება გასამახვილებელი, რადგან როდესაც დინამოელი ფეხბურთელი დამეჯახა, ჯარიმა არ დანიშნა, შედეგად კი გოლი მივიღეთ. ამის შემდეგ, კაცი გაგვიგდეს, რამაც საბოლოოდ განაპირობა ჩვენი მარცხი, რადგან ვფიქრობ, ამ ფაქტმა ფსიქოლოგიურად იმოქმედა გუნდზე. შემდეგ მოყვა მეორე გოლი მოწინააღმდეგის მხრიდან, რამაც ასევე იმოქმედა "ჩიხურაზე". რაც შეეხება ჩემს თამაშს, ვფიქრობ, ნორმალურად ვითამაშე, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვარ კმაყოფილი. "დინამოს" წინააღმდეგ უკეთესად შეიძლებოდა მეთამაშა, მაგრამ ასე მოხდა და დავმარცხდით. ვეცდებით, მომდევნო მატჩში გამოვასწოროთ ჩვენი შედეგი, სადაც "სამტრედიას" დავუპირისპირდებით. "სამტრედია" მოგეხსენებათ, ახალგაზრდული გუნდია და ძალიან კარგად თამაშობს საშინაო თამაშებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოგება და მაქსიმალურად ვეცდებით ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ.

ნინო ვაშაკიძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები