ხავი მარტინესი: "არსენალთან" მატჩი - მატჩი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხავი მარტინესი: "არსენალთან" მატჩი - მატჩი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ"


"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ხავი მარტინესმა კომენტარი გააკეთა "არსენალის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩის მოლოდინებზე. "იქნება შესანიშნავი მატჩი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. მოუთმენლად ველით თამაშის დაწყებას, რომელიც ჩვენი გულშემატკივრების წინ გაიმართება. ზედიზედ 2 მატჩი ჩავატარე და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მუხლი აღარ მტკივა. თითქმის იდეალურ ფორმაში ჩავდექი. სათამაშოდ მზად ვარ. მესმის, რომ ეს ორივე კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია" , - თქვა მარტინესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები