შესაძლოა ჯერარდმა კარიერა მომავალ წელს დაასრულოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შესაძლოა ჯერარდმა კარიერა მომავალ წელს დაასრულოს


"ლოს-ანჯელეს გალაქსის" ნახევარმცველმა, სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ შესაძლოა კარიერა მომავალ წელს დაასრულოს. "მომდევნო სეზონი შესაძლოა ჩემთვის ბოლო იყოს ფეხბურთელოს რანგში. ახლა არ მაქვს იმის განცდა, რომ ნამდვილად მინდა მომდევნო სეზონში თამაში. მინდა, ფეხბურთიდან ჩემი პიკის დროს წავიდე. სეზონი გრძელი იყო, მაგრამ აქ სულ 4 თვეა, რაც ვარ. აქ კიდევ, მინიმუმ, 1 წლით დავრჩები" , - თქვა ჯერარდმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები